სილქ დეველოპმენტი სილქ როუდ ჯგუფის შემადგენელი, (იხ. https://silkdevelopment.ge/ge/ ) საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და
მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებს, ისტორიას და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.
სილქ დეველოპმენტი ამჟამად გთავაზობთ კომერციული ანალიტიკის მენეჯერი პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას:
ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული
სამუშაო საათები - 10:00 – 19:00 სთ
ანგარიშვალდებულია: კომერციულ დირექტორთან
დაქვემდებარებული პოზიცი(ები)ა: სტაჟიორი
როლის მიმოხილვა:
კომერციული ანალიტიკის მენეჯერი არის კომერციული დეპარტამენტის „ანალიტიკური ჰაბი“. ეს როლი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას ქმედით სტრატეგიებად, რომლებიც პირდაპირ აისახება კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლებზე.
კომერციული ანალიტიკის მენეჯერი პასუხისმგებელია გაყიდვების მთლიანი ციკლის ეფექტურობაზე — დაწყებული ლიდების გენერაციიდან, დასრულებული გაყიდვების გუნდის ინდივიდუალური შედეგების მაქსიმიზაციით.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული ბაზების გაანალიზება (პოტენციური მყიდველები, გაყიდული ბინების და სხვა) და ძირითადი მიგნებების ფორმალიზება.
- გაყიდული ბინების ანალიზი სხვადასხვა ჭრილების მიხედვით (გაყიდვების მენეჯერები, მყიდველთა ასაკი და სქესი, ქვეყანა, საქმიანობის სფერო, ბინის ტიპი, პროექტი, ბინის ყიდვის მიზნობრიობა და ა.შ.)
- პოტენციური მყიდველების (შემოსული ლიდების) და გაყიდული ბინების მონაცემების საფუძველზე Conversion Rate-ის დაანგარიშება.
- ბინების და კომერციული / საოფისე ფართის პორტფელის გაანალიზება (გასაყიდი და გაყიდული)
- კონკურენტების მონიტორინგი (ფასებისა და შეთავაზებების კვლევა, სოციალური მედია აქტივობა, რეკლამის და მედია მონიტორინგი) და ბაზრის წილის განსაზღვრა.
- მიღებული მონაცემების საფუძველზე გაყიდვების ჯგუფისთვის რეკომენდაციების მიცემა, სამომავლოდ, დასაგეგმ აქციებთან და შეთავაზებებთან დაკავშირებით.
- ბანკებთან თანამშრომლობის ანალიზი და გადმომისამართებული კლიენტების შედეგების შეჯამება.
- გაყიდვების შედეგების ანალიზი დაგეგმილ ბიუჯეტთან მიმართებაში.
- გაყიდვების და ჯავშნების ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების ყოველდღიური რეპორტინგი.
- სისტემური დეშბორდების განვითარება: Excel-ისა და BI ინსტრუმენტების გამოყენებით ინტერაქტიული დეშბორდების შექმნა, რომლებიც რეალურ დროში ასახავს კომერციულ პროგრესს.
- მარკეტინგული ROI-ს კონტროლი: მარკეტინგის გუნდთან კოლაბორაციით, სარეკლამო არხებიდან შემოსული ლიდების ხარისხის შეფასება და მარკეტინგული დანახარჯების ეფექტურობის ანალიზი.
- ფასწარმოების მხარდაჭერა: გაყიდვების ტემპზე (Absorption Rate) დაყრდნობით, კომერციული დირექტორისთვის რეკომენდაციების მომზადება ფასების კორექტირებისა და ინვენტარის მართვის შესახებ.
- საჭიროების შემთხვევაში, მასზე უმცროსი კოლეგის სამუშაო პროცესის წარმართვა, დავალებების გაწერა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
- ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება და რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მონაცემთა მეცნიერების ან მონათესავე დარგში
- იდენტურ ან მსგავს პიზიციაზე მუშაობის მინ 4 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება მონაცემთა ანალიტიკის გამოცდილებას გაყიდვების სფეროში
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Pivot Tables და ვიზუალიზაცია.
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
- Power BI-ში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
- მონაცემთა ინტერპრეტაცია: ციფრების მიღმა ბიზნეს-ტენდენციების დანახვისა და მათი პრეზენტაციის უნარი.
- უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების სფეროში ინფორმაციის მოძიების და მეორადი კვლევების გაკეთების გამოცდილებას.
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება.