გავეცანი ჩემი მონაცემების AI-ით დამუშავების წესებს
ინფორმირებული ვარ, რომ შპს "სელფ.ჯი"-ის სისტემაში ჩემს მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით დამუშავდება ჩემი დასაქმების მიზნით, რეზიუმეში არსებული ჩემი მონაცემების წინასწარ განსაზღრული კრიტერიუმების შესაბამისად ექსტრაქციის ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ჩემს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის დადგენის გზით, რაც აუცილებელია ჩემსა და შპს ”ესარჯი ინვესტმენტს“-ს შორის ხელშეკრულების დასადებად ან/და შპს ”ესარჯი ინვესტმენტს“-ს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე (სათანადო კანდიდატის არჩევა, რეზიუმეებში მითითებული მონაცემების ეფექტიანი ანალიზი). ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ:
ა) გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით - გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია შპს ”ესარჯი ინვესტმენტს“-ის მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა;
ბ) AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები;
გ) ნებისმიერ დროს შემიძლია მოვითხოვო ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით ჩემი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ამასთან, ამ შემთხვევაში, შპს ,,ესარჯი ინვესტმენტს“-ს მიერ შეწყდება ჩემი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობისდადგენისადადასაქმებისთაობაზე გადაწყვეტილებისმიღების პროცესი.